salis.iliauni.edu.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • კვლევები
  • პროექტები
  • პუბლიკაციები
  • ღონისძიებები
    • კონფერენციები
    • სემინარები
    • ტრენინგები
    • ფესტივალები
    • ვებინარები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტი

საერთაშორისო პროექტი საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებისთვის – “კვანტური კომპიუტინგი (გამოთვლები) STEM განათლებაში”

Science on Stage საქართველო, სიახლე

Science on Stage ევროპა – საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ქსელი აცხადებს საერთაშორისო პროექტს თემაზე –“კვანტური კომპიუტინგი (გამოთვლები) STEM განათლებაში”. პროექტში მონაწილეობას მიიღებს საბაზო და საშუალო  საფეხურის 20 მასწავლებელი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
 
პროექტის მიზნები: 
  • მეტი მოსწავლე დაინტერესდეს კვანტური კომპიუტინგით და მოხდეს ამ სფეროსთან დაკავშირებული სასწავლო რესურსების განვითარება და პრაქტიკაში დანერგვა.
  • ისეთი რესურსების შექმნა, რომელთა  გამოყენება შესაძლებელი იქნება, თუნდაც მცირე გამოცდილების მქონე მასწავლებლებისთვის (ფიზიკის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით).
  •  მოსწავლეებმა დაინახონ და გაიაზრონ ამ დარგის მნიშვნელობა და შეისწავლონ ფუნდამენტური კვანტური მექანიკის ცნებები.
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარება მოსწავლეებში.

განაცხადის წარდგენის პროცესი:

პროექტში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, ჩამოტვირთოთ და შეავსოთ თანდართული ფორმა, რომელიც განთავსებულია ბმულზე:
https://www.science-on-stage.eu/project/quantum-computing
პროექტში შეირჩევა საბაზო და საშუალო საფეხურის 20 მასწავლებელი ევროპის სხავადსხვა ქვეყნიდან, რომლებიც იმუშავებენ საერთაშორისო გუნდში 2 წლის განმავლობაში. შერჩევის შემთხვევაში, მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ 2 შეხვედრაში – პირველი შეხვედრა იგეგმება 2024 წლის დასაწყისში (26-29 იანვარი ან 16-18 თებერვალი), მეორე კი 2025 წლის გაზაფხულზე.   ორივე შეხვედრაში მონაწილეობა სავალდებულოა. 
ცხოვრების და კვების ხარჯები მთლიანად დაფინანსდება ორგანიზატორების მიერ.ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა იმ დონეზე, რომ პედაგოგებმა მუშაობა შეძლონ საერთაშორისო ჯგუფში.
.
 შევსებული განაცხადი უნდა გადააგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: d.neumann@science-on-stage.de
 განცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 11 ოქტომბერი.
ვორქშოპი საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისთვის მესამე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

Related Posts

2

Science on Stage საქართველო

საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებთან დაკავშირებით.

2

Science on Stage საქართველო

საინფორმაციო შეხვედრა მეოთხე ეროვნულ ფესტივალთან დაკავშირებით

IMG_4955

Science on Stage საქართველო

ევროპის მე-13 ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

salis.iliauni.edu.ge
საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS 2015

საიტი დამზადებულია ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ