salis.iliauni.edu.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • კვლევები
  • პროექტები
  • პუბლიკაციები
  • ღონისძიებები
    • კონფერენციები
    • სემინარები
    • ტრენინგები
    • ფესტივალები
    • ვებინარები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტი

პროფესორ ფრანც რაუხის ვიზიტი საბუნებისმეტყველო განათლების კვლევით ცენტრში

სიახლე

2017 წლის 7 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევით ცენტრს SALiS სტუმრად ეწვია კლაგენფურტის უნივერსიტეტის პროფესორი  ფრანც რაუხი. 13 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ ფრანც რაუხის საჯარო ლექცია: „რა არის პრაქტიკული კვლევა? თეორიული კონცეფციები და პრაქტიკული მაგალითები“. პროფესორი ფრანც რაუხი ამჟამად ხელმძღვანელობს სკოლის განვითარების ინსტიტუტს კლაგენფურტის უნივერსიტეტში (ავსტრია). მას აქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება. წლების მანძილზე მუშაობდა, როგორც მკვლევარი ინგლისისა და ამერიკის უნივერსიტეტებში.

პროფესორმა ფრანც რაუხმა ასევე ჩაატარა სამუშაო შეხვედრა პროექტ ARTIST-ის მონაწილე მასწავლებლებთან, გააცნო მათ პრაქტიკული კვლევის ინსტრუმენტები და განიხილეს პროექტის ფარგლებში საკვლევი თემები.

 

იხილეთ ფოტოები

დოქტორ პიტერ ჩაილდსის ვიზიტი ვორკშოპი საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისთვის

Related Posts

356811987_643332214497411_5134097747159696276_n

Science on Stage საქართველო, სიახლე

მესამე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

ibm-quantum-system-one_ces-2020_credit_ibm

Science on Stage საქართველო, სიახლე

საერთაშორისო პროექტი საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებისთვის – “კვანტური კომპიუტინგი (გამოთვლები) STEM განათლებაში”

ISU_7734

Science on Stage საქართველო, სიახლე

ვორქშოპი საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისთვის

salis.iliauni.edu.ge
საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS 2015

საიტი დამზადებულია ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ