salis.iliauni.edu.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • კვლევები
  • პროექტები
  • პუბლიკაციები
  • ღონისძიებები
    • კონფერენციები
    • სემინარები
    • ტრენინგები
    • ფესტივალები
    • ვებინარები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტი

საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა პირველი რაიონული კონფერენცია თემაზე – „გამოცდილების გაზიარება“

Science on Stage საქართველო, სიახლე

თელავის N7 საჯარო სკოლაში 2017 წლის 15 თებერვალს გაიმართა საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა პირველი რაიონული კონფერენცია თემაზე – „გამოცდილების გაზიარება“. კონფერენციის პარტნიორია ქალაქ თელავის მერია, ჩატარდა მასწავლებელთა ევროპული ქსელის „Science on Stage საქართველო“ ფარგლებში. კონფერენციის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა მიერ განხორციელებული კვლევების/პროექტების და ბუნებისმეტყველების სწავლებასთან დაკავშირებული მეთოდური საკითხების განხილვა.

კონფერენცია გახსნა სსიპ-ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლის დირექტორმა მაია სილაგაძემ სკოლის ახალ ბიოლოგიის კაბინეტში. კონფერენციას ესწრებოდნენ: ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი,  მარიკა კაპანაძე; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საბუნებისმეტყველო საგნების ჯგუფის ბიოლოგიის ექსპერტი, მანანა ვარაზაშვილი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საბუნებისმეტყველო საგნების ჯგუფის ფიზიკის ექსპერტი, გია ლასხიშვილი; მასწავლებელთა სახლის ტრენერი, კერძო სკოლა “შავნაბადას” ბიოლოგიის მასწავლებლი, Miсrosoft-ის ექსპერტი ლაურა ჯიმშელეიშვილი, რომელმაც მონაწილე პედაგოგებთან ელექტრონული რესურსების შექმნასთან დაკავშირებით ჩაატარა ვორქშოფი; ისრაელის ვაიცმანის სამეცნიერო ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, დოქტორი რახელ მამლოკ-ნაამანი skype-ის საშუალებით მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლევან მრელაშვილი და თელავის რაიონის სკოლების დირექტორები. ასევე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ თელავის N1, N4, N5, N7, წინანდლის, ნაფარეულის და ახმეტის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები, რომლებმაც წარმოადგინეს მოხსენებები და დამსწრე საზოგადაოებას გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება.

იხილეთ პროგრამა

ახალი ევროპული პროექტი ARTIST ბრემენის უნივერსიტეტის მკვლევარის – ნადია ბელოვას ვიზიტი საბუნებისმეტყველო განათლების კვლევით ცენტრში

Related Posts

ALX_6451

Science on Stage საქართველო, სიახლე

მეოთხე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

2

Science on Stage საქართველო

საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებთან დაკავშირებით.

2

Science on Stage საქართველო

საინფორმაციო შეხვედრა მეოთხე ეროვნულ ფესტივალთან დაკავშირებით

salis.iliauni.edu.ge
საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS 2015

საიტი დამზადებულია ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ