salis.iliauni.edu.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • კვლევები
  • პროექტები
  • პუბლიკაციები
  • ღონისძიებები
    • კონფერენციები
    • სემინარები
    • ტრენინგები
    • ფესტივალები
    • ვებინარები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტი

საერთაშორისო კონკურსი – მომავლის ლიგა

Science on Stage საქართველო

მომავლის ლიგა

 

Science on Stage ევროპა – საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ქსელი აცხადებს საერთაშორისო კონკურსს თემაზე – მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვა STEM გაკვეთილებზე.

 

კონკურსზე მასწავლებლებმა უნდა წარმოადგინონ პროექტები, რომლებსაც ისინი დანერგავენ თავიანთ მოსწავლეებთან ერთად კლასში STEM გაკვეთილებზე. პროექტი უნდა მოიცავდეს გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან ერთ, ან რამდენიმე მიზანს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე.

 

კონკურსზე მასწავლებლებმა უნდა წარადგინონ პოსტერი ინგლისურ ენაზე და პროექტის მიმდინარეობის მოკლე ვიდეო (აიტვირთება science on stage – ის ვებ. გვერდზე).

პროექტის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ივნისი.

 

შერჩევის კრიტერიუმები:

 

  • შემოქმედებითობა
  • მოსწავლეთა ჩართულობა
  • თემის ჩართულობა (სკოლა, ქალაქი, რეგიონი)
  • ინოვაციურობა და შედეგების წარდგენა
  • განათლება მდგრადი განვითარებისთვის მიდგომის გათვალისწინება

 

კონკურსის შემდეგი ეტაპი:

 

საერთაშორისო ჟიური მთელი ევროპის მასტშაბით შეარჩევს 10 გამარჯვებულ პროექტს (3 მოსწავლე და 2 მასწავლებელი თითოეული გამარჯვებული პროექტიდან). მასწავლებლები და მოსწავლეები თავიან პროექტებს წარადგენენ საერთაშორისო ფინალურ  ღონისძიებაზე.

 

კონკურსის ჯილდო:

მასწავლებლებისთვის – Science on Stage ის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა ფინეთში, ტურკუში, 2024 წლის 12 – 15 აგვისტოს.

მოსწავლეებს ელოდებათ სიურპრიზი.

 

დეტალური ინფორმაცია ამ კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:

https://www.science-on-stage.eu/project/future-league

 

ან მოგვმართეთ ელ. ფოსტის საშუალებით:

salis@iliauni.edu.ge

ვორქშოპი – მასწავლებლები მასწავლებლებისთვის მოსწავლეთა ლაბორატორია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის

Related Posts

2

Science on Stage საქართველო

საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებთან დაკავშირებით.

2

Science on Stage საქართველო

საინფორმაციო შეხვედრა მეოთხე ეროვნულ ფესტივალთან დაკავშირებით

IMG_4955

Science on Stage საქართველო

ევროპის მე-13 ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

salis.iliauni.edu.ge
საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS 2015

საიტი დამზადებულია ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ