salis.iliauni.edu.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • კვლევები
  • პროექტები
  • პუბლიკაციები
  • ღონისძიებები
    • კონფერენციები
    • სემინარები
    • ტრენინგები
    • ფესტივალები
    • ვებინარები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტი

ვორქშოპი – მასწავლებლები მასწავლებლებისთვის

Science on Stage საქართველო

ვორკშოპი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლებისთვის

საერთაშორისო ფესტივალის  Science on Stage-2022 გამოცდილების გაზიარება

 

2016 წლის ნოემბრიდან საქართველო შეუერთდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ევროპულ პლატფორმას – Science on Stage (https://www.science-on-stage.eu/)  .

Science on Stage-ის საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS (https://salis.iliauni.edu.ge/) .

 

2022 წელს, უკვე მესამედ საქართველოს მასწავლებელები მონაწილეობდნენ Science on Stage საერთსორისო ფესტივალში პრაღაში.  გთავაზობთ, ფესტივალის მონაწილე მასწავლებლების – ინესა ბეჟანოვას (ბუნებისმეტყველება, ფიზიკა), ნინო აბესაძის (ბუნებისმეტყველება, ფიზიკა) და ქეთევან ედიბერიძის (ქიმია) მიერ ჩატარებულ ვორკშოპს, რომელზეც ისინი პრაღაში მიღებულ გამოცდილებას გაგიზიარებენ.

ვორკშოპზე თითოეული პედაგოგი მონაწილეობას მიიღებს აქტივობებში და მათ გადაეცამათ შესაბამისი მასალა.

 

ვორკშოპი ჩატარდება შაბათს, 17 დეკემბერს, 11:00 საათიდან  14:00 საათმდე. 

მისამართი: გიორგი წერეთლის #1, ილიას უნივერსიტეტის G კორპუსი, მეხუთე სართული, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS ლაბორატორია

 

მსურველებს გთხოვთ შეავსოთ განაცხადი შემდეგ ბმულზე:

https://forms.gle/gjjS89qeawDwX5DY9

 

ვორკშოპზე მოწვეული იქნება  დარეგისტრირებული პირველი 18 მონაწილე, რომლებიც მიიღებენ დასტურს და დამატებით შეტყობინებას ჩვენგან. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ : salis@iliauni.edu.ge

 

 

 

 

საინფორმაციო შეხვედრა მესამე ეროვნულ ფესტივალთან დაკავშირებით. საერთაშორისო კონკურსი – მომავლის ლიგა

Related Posts

2

Science on Stage საქართველო

საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებთან დაკავშირებით.

2

Science on Stage საქართველო

საინფორმაციო შეხვედრა მეოთხე ეროვნულ ფესტივალთან დაკავშირებით

IMG_4955

Science on Stage საქართველო

ევროპის მე-13 ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

salis.iliauni.edu.ge
საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS 2015

საიტი დამზადებულია ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ