პროფესორ ფრანც რაუხის ვიზიტი საბუნებისმეტყველო განათლების კვლევით ცენტრში
2017 წლის 7 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევით ცენტრს SALiS სტუმრად ეწვია კლაგენფურტის უნივერსიტეტის პროფესორი ფრანც რაუხი. 13 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ ფრანც რაუხის საჯარო ლექცია: „რა არის პრაქტიკული კვლევა? თეორიული კონცეფციები და პრაქტიკული მაგალითები“. პროფესორი ფრანც რაუხი ამჟამად ხელმძღვანელობს სკოლის განვითარების ინსტიტუტს კლაგენფურტის უნივერსიტეტში (ავსტრია). მას აქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება. წლების მანძილზე მუშაობდა, როგორც მკვლევარი ინგლისისა და ამერიკის უნივერსიტეტებში.
პროფესორმა ფრანც რაუხმა ასევე ჩაატარა სამუშაო შეხვედრა პროექტ ARTIST-ის მონაწილე მასწავლებლებთან, გააცნო მათ პრაქტიკული კვლევის ინსტრუმენტები და განიხილეს პროექტის ფარგლებში საკვლევი თემები.