ვორკშოპი საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისთვის
2017 წლის 11 ნოემბერს საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS ლაბორატორიაში გაიმართა ვორკშოპი „იაფი ტექნოლოგიების გამოყენება საბუნებისმეტყველო გაკვეთილებზე“, რომელიც საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ევროპული პლატფორმის – Science on Stage-ის (http://www.science-on-stage.eu/) ფარგლებში იყო ორგანიზებული. ვორკშოპს, რომელშიც საბუნებისმეტყველო საგნების 25 მასწავლებელი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, უძღვებოდნენ მასწავლებელთა ქსელის SALiS ის წევრები ნინო სააკაშვილი და თამარ დობორჯგინიძე. მათ მასწავლებლებს გაუზიარეს Science on Stage ფესტივალის (http://www.science-on-stage.eu/page/display/4/88/0/festival-2017) გამოცდილება. ეს ფესტივალი ა.წ. 29 ივნისიდან 2 ივლისამდე გაიმართა უნგრეთის ქალაქ დებრეცენში. საქართველოს გუნდი ფესტივალში პირველად მონაწილეობდა. ილიას უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი Science on Stageიის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში (http://www.science-on-stage.eu/page/display/2/2/2106/GE/Georgia).