About Khatia Nebulishvili
Posts by Khatia Nebulishvili:
- Science on Stage საქართველო
- Uncategorized
- Uncategorized @ka
- ვებინარები
- მოსწავლეთა ლაბორატორია
- სიახლე
- სიახლე old
- ფესტივალები
მეორე საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ ფესტივალთან დაკავშირებით
Khatia Nebulishvili Science on Stage საქართველო, სიახლე
2023 წლის 20 მარტს ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობით დაინტერესებული პედაგოგებისთვის გაიმართა მეორე საინფორმაციო შეხვედრა.
გიზიარებთ შეხვედრის ჩანაწერს და პრეზენტაციას:
მეორე საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ ფესტივალთან დაკავშირებით
მესამე ეროვნული ფესტივალი
Khatia Nebulishvili Science on Stage საქართველო, სიახლე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებიმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS და „მეცნიერება მთავარ როლში (Science on Stage) საქართველო“ საბუნებისმეტყველო საგნების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებს იწვევს მესამე ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ფესტივალის დევიზია – მასწავლებლები მასწავლებლებისთვის.
მესამე ეროვნული ფესტივალი ჩატარდება 2023 წლის 24 ივნისს.
საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს ფესტივალზე საშუალება ექნებათ წარადგინონ ის კვლევითი პროექტები და ინოვაციური იდეები, რომლებსაც მოსწავლეებთან ერთად ახორციელებენ.
ფესტივალზე წარმოდეგნილი იქნება შემდეგი მიმართულებები:
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები პატარებისთვის
(პროქტები ბაღის, სკოლამდელი განათლებისა და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის)
- საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის
(პროექტში უნდა წარმოჩინდეს, როგორ უწყობს ხელს STEM განათლება მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას)
- ტექნოლოგიები საბუნებისმეტყველო განათლებაში
(პროექტები, რომელიც გულისხმობს კოდირებას, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას, ქსელების უსაფრთხოებას, ვირტუალურ რეალობას (VR) და ხელოვნურ ინტელექტს (AI))
- მრავალფეროვანი სასწავლო მიდგომები საბუნებისმეტყველო განათლებაში
(პროექტი უნდა წარმოაჩენდეს ბუნებისმეტყველების ორიგინალური სწავლების მეთოდებს – ინკლუზიური განათლება, განსაკუთრებით ნიჭიერი მოსწავლეები, უფროსი და უმცროსი მოსწავლეების თანამშრომლობა, მრავალეროვანი, ან მრავალენოვანი კლასები და სხვა)
- შემოქმედებითი მიდგომა საბუნებისმეტყველო განათლებაში – STEAM
(საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება სხვადასხვა საგნებთან ინტეგრაციის გზით – ხელოვნება, სპორტი, მუსიკა, ტექნოლოგიები და სხვა)
- იაფი ტექნოლოგიები STEM განათლებაში
(იაფი ტექნოლოგიების გამოყენება – დაბალბიუჯეტიანი პროქტები)
- STEM მომავალი მასწავლებლებისთვის
(პროექტები, რომლებიც შემუშავდა მასწავლებელთა მომზადების პროგრამების განხორციელებისას).
ფესტივალზე ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს მოდელის და პოსტერის სახით.
შეფასების კრიტერიუმები:
- პროექტის იდეა ორიგინალურია
- პროექტი ხელს უწყობს კვლევაზე დაფუძნებული სწავლების დანერგვას
- პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეთა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის ზრდას
- პროექტი ხელს უწყობს განათლებას მდგრადი განვითარებისთვის
- პროექტი დაკავშირებულია მოსწავლეთა ყოველდღიურ ცხოვრებასთან
- პროექტის განხორციელება რეალისტურია სასკოლო გარემოში და მოითხოვს გონივრულ დანახარჯებს
Science on Stage საქართველოს ჟიურის წევრების მიერ შერჩეული პროექტები მოწვეული იქნებიან მესამე ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობისთვის.
ეროვნული ფესტივალის ფარგლებში შეირჩევა ოთხი საუკეთესო პროექტი, რომელიც თავის მხრივ, მონაწილეობას მიიღებს Science on Stage საერთაშორისო ფესტივალზე 2024 წლის 12-15 აგვისტოს, ფინეთის ქალაქ ტურკუში.
Science on Stage საერთაშორისო ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://www.science-on-stage.eu/science-stage-festival-2024
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეროვნულ ფესტივალზე პროექტს შესაძლებელია ჰყავდეს რამდენიმე ავტორი, მაგრამ, საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის მოთხოვნების შესაბამისად, მათგან მხოლოდ ერთი წარადგენს პროექტს საერთაშორისო ფესტივალზე.
ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, სარეგისტრაციო ფორმაში წარმოადგინონ პროექტის მოკლე აღწერა (სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა – 250) და შესაბამისი ვიდეო (მაქსიმალური ხანგრძლივობა – 2წთ.) გთხოვთ, თქვენი პროექტები გაგვიზიაროთ ა.წ. 28 მაისამდე Google Forms საშუალებით.
https://forms.gle/EYmev9AfzARGYLxX8
ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობით დაინტერესებული პედაგოგებისთვის ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა Zoom-ის პლატფორმის საშუალებით ა.წ. 20 მარტს, 19.00 საათზე.
https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/86753619741
Meeting ID: 867 5361 9741
ფესტივალის შესახებ შეკითხვის შემთხვევაში მოგვმართეთ ელ. ფოსტის საშუალებით:
salis@iliauni.edu.ge
კონკურსი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის
Khatia Nebulishvili Science on Stage საქართველო
სკოლებისათვის. პროექტში მონაწილეობას მიიღებს დაწყებითი საფეხურის 20
მასწავლებელი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. პროექტის სამუშაო თემაა „STEM
ექსპერიმენტების სასწავლო ვიდეო“ დაწყებითი საფეხურისთვის.
პროექტის მიზნები:
– პროეტის „მასწავლებლები მასწავლებლებისთვის“ ფარგლებში STEM
ექსპერიმენტების სასწავლო ვიდეობის შექმნა თემაზე: „შევიმეცნოთ და გადავარჩინოთ
ბუნება“.
– დამხმარე მასალების განვითარება დაწყებითი საფეხურისთვის დიფერენცირებული
მიდგომებისთვის.
– გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის უნარებისა და შემოქმედებითი უნარების
განვითარების ხელშეწყობა მოსწავლეებში.აპლიკაციის პროცესი:
პროექტში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, ჩამოტვირთოთ და შეავსოთ თანდართული ფორმა
(ივსება მხოლოდ ფორმა).
რომელიც იმუშავებს საერთაშორისო გუნდში წელიწად-ნახევრის განმავლობაში.
შერჩევის შემთხვევაში, თქვენ მონაწილეობას მიიღებთ 2 შეხვედრაში – 2023 წლის
გაზაფხულზე და 2024 წლის გაზაფხულზე. პირველი შეხვედრა გაიმართება 2023 წლის
14-16 აპრილს, ბერლინში. ორივე შეხვედრაში მონაწილეობა სავალდებულოა.
პროექტის ორგანიზატორია Science on Stage Germany. მგზავრობის, ცხოვრების და
კვების ხარჯები მთლიანად დაფინანსდება ორგანიზატორების მიერ.
info@science-on-stage.de.
განცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 12 თებერვალი.
მოსწავლეთა ლაბორატორია ფიზიკაში
Khatia Nebulishvili მოსწავლეთა ლაბორატორია
მოსწავლეთა ლაბორატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
ფიზიკა
საბაზო და საშუალო საფეხური
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS აგრძელებს მოსწავლეთა ლაბორატორიების პროექტს.
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებიდან ვიწვევთ მე – 9 -12 კლასის მოსწავლეებს და მათი ფიზიკის მასწავლებლებს, რომელებიც ჩაატარებენ კვლევით აქტივობებს ფიზიკაში ილიაუნის SALiS ლაბორატორიაში.
ლაბორატორიები ჩატარდება პარასკევობით, 12.00 საათიდან, ხანგრძლივობა – 2 საათი.
კვლევითი ექსპერიმენტების თემატიკა: ხახუნის ძალა; სითბო, ნივთიერების კუთრი სითბოტევადობა; მათემატიკური ქანქარა.
მისამართი: გიორგი წერეთლის #1, ილიას უნივერსიტეტის G კორპუსი, მე-5 სართული, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS ლაბორატორია.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, მოსწავლეთა ტრანსპორტირებას უნივერსიტეტში და უკან სკოლა უზრუნველყოფს.
მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf3VvkMXswhePUwDtH6WJIxk6UZBhYAxiGgQuHQ81eHSQeKlQ/viewform
ლაბორატორიაში მოწვეული იქნებიან სკოლები, რომელებიც ჩვენგან მიიღებენ დასტურს და დამატებით შეტყობინებას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ერთი ვიზიტისას მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია – ერთდროულად მხოლოდ 15 მოსწავლესთან შეგვიძლია მუშაობა კვლევით ექსპერიმენტებზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ : salis@iliauni.edu.ge
მოსწავლეთა ლაბორატორია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის
Khatia Nebulishvili მოსწავლეთა ლაბორატორია
მოსწავლეთა ლაბორატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – დაწყებითი საფეხური
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS აგრძელებს მოსწავლეთა ლაბორატორიების პროექტს.
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებიდან ვიწვევთ მე-4 – მე-6 კლასის მოსწავლეებს და მათი ბუნებისმეტყველების მასწავლებლებს, რომელებიც ჩაატარებენ კვლევით აქტივობებს ილიაუნის SALiS ლაბორატორიაში.
ლაბორატორიები ჩატარდება სამშაბათობით, 12.00 საათიდან, ხანგრძლივობა – 2 საათი.
კვლევითი ექსპერიმენტების თემატიკა: „ყველაფერი წყლის შესახებ“. ლაბორატორიულ სამუშაოებს უძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები.
მისამართი: გიორგი წერეთლის #1, ილიას უნივერსიტეტის G კორპუსი, მეხუთე სართული, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS ლაბორატორია
გთხოვთ გაითვალისწინოთ, მოსწავლეთა ტრანსპორტირებას უნივერსიტეტში და უკან სკოლა უზრუნველყოფს.
მსურველებს გთხოვთ შეავსოთ განაცხადი შემდეგ ბმულზე:
ლაბორატორიაში მოწვეული იქნებიან სკოლები, რომელებიც ჩვენგან მიიღებენ დასტურს და დამატებით შეტყობინებას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ერთი ვიზიტისას მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია – ერთდროულად მხოლოდ 20 მოსწავლესთან შეგვიძლია მუშაობა კვლევით ექსპერიმენტებზე. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ : salis@iliauni.edu.ge
საერთაშორისო კონკურსი – მომავლის ლიგა
Khatia Nebulishvili Science on Stage საქართველო
მომავლის ლიგა
Science on Stage ევროპა – საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ქსელი აცხადებს საერთაშორისო კონკურსს თემაზე – მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვა STEM გაკვეთილებზე.
კონკურსზე მასწავლებლებმა უნდა წარმოადგინონ პროექტები, რომლებსაც ისინი დანერგავენ თავიანთ მოსწავლეებთან ერთად კლასში STEM გაკვეთილებზე. პროექტი უნდა მოიცავდეს გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან ერთ, ან რამდენიმე მიზანს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე.
კონკურსზე მასწავლებლებმა უნდა წარადგინონ პოსტერი ინგლისურ ენაზე და პროექტის მიმდინარეობის მოკლე ვიდეო (აიტვირთება science on stage – ის ვებ. გვერდზე).
პროექტის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ივნისი.
შერჩევის კრიტერიუმები:
- შემოქმედებითობა
- მოსწავლეთა ჩართულობა
- თემის ჩართულობა (სკოლა, ქალაქი, რეგიონი)
- ინოვაციურობა და შედეგების წარდგენა
- განათლება მდგრადი განვითარებისთვის მიდგომის გათვალისწინება
კონკურსის შემდეგი ეტაპი:
საერთაშორისო ჟიური მთელი ევროპის მასტშაბით შეარჩევს 10 გამარჯვებულ პროექტს (3 მოსწავლე და 2 მასწავლებელი თითოეული გამარჯვებული პროექტიდან). მასწავლებლები და მოსწავლეები თავიან პროექტებს წარადგენენ საერთაშორისო ფინალურ ღონისძიებაზე.
კონკურსის ჯილდო:
მასწავლებლებისთვის – Science on Stage ის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა ფინეთში, ტურკუში, 2024 წლის 12 – 15 აგვისტოს.
მოსწავლეებს ელოდებათ სიურპრიზი.
დეტალური ინფორმაცია ამ კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:
https://www.science-on-stage.eu/project/future-league
ან მოგვმართეთ ელ. ფოსტის საშუალებით:
ვორქშოპი – მასწავლებლები მასწავლებლებისთვის
Khatia Nebulishvili Science on Stage საქართველო
ვორკშოპი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლებისთვის
საერთაშორისო ფესტივალის Science on Stage-2022 გამოცდილების გაზიარება
2016 წლის ნოემბრიდან საქართველო შეუერთდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ევროპულ პლატფორმას – Science on Stage (https://www.science-on-stage.eu/) .
Science on Stage-ის საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS (https://salis.iliauni.edu.ge/) .
2022 წელს, უკვე მესამედ საქართველოს მასწავლებელები მონაწილეობდნენ Science on Stage საერთსორისო ფესტივალში პრაღაში. გთავაზობთ, ფესტივალის მონაწილე მასწავლებლების – ინესა ბეჟანოვას (ბუნებისმეტყველება, ფიზიკა), ნინო აბესაძის (ბუნებისმეტყველება, ფიზიკა) და ქეთევან ედიბერიძის (ქიმია) მიერ ჩატარებულ ვორკშოპს, რომელზეც ისინი პრაღაში მიღებულ გამოცდილებას გაგიზიარებენ.
ვორკშოპზე თითოეული პედაგოგი მონაწილეობას მიიღებს აქტივობებში და მათ გადაეცამათ შესაბამისი მასალა.
ვორკშოპი ჩატარდება შაბათს, 17 დეკემბერს, 11:00 საათიდან 14:00 საათმდე.
მისამართი: გიორგი წერეთლის #1, ილიას უნივერსიტეტის G კორპუსი, მეხუთე სართული, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS ლაბორატორია
მსურველებს გთხოვთ შეავსოთ განაცხადი შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/gjjS89qeawDwX5DY9
ვორკშოპზე მოწვეული იქნება დარეგისტრირებული პირველი 18 მონაწილე, რომლებიც მიიღებენ დასტურს და დამატებით შეტყობინებას ჩვენგან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ : salis@iliauni.edu.ge
საინფორმაციო შეხვედრა მესამე ეროვნულ ფესტივალთან დაკავშირებით.
Khatia Nebulishvili Science on Stage საქართველო
2022 წლის 11 ნოემბერს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებთან და ყველა დაინტერესებულ პირთან Science on Stage – ის მესამე ეროვნულ ფესტივალთან დაკავშირებით.










