კონფერენცია „პრაქტიკული კვლევა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ინოვაციისთვის“
კონფერენცია „პრაქტიკული კვლევა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ინოვაციისთვის“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა 31 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით. კონფერენცია ERASMUS+ის პროექტის ARTIST (Action Research to Innovate Science Teaching & Career Orientation – პრაქტიკული კვლევა მეცნიერების სწავლების ინოვაციისა და კარიერული ორიენტაციისათვის) დასკვნით, შემაჯამებელ ღონისძიებას წარმოადგენდა.
პროექტის ARTIST კოორდინატორია პროფესორი ინგო აილკსი (ბრემენის უნივერსიტეტი), თანა -კოორდინატორი პროფესორი მარიკა კაპანაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი). პროექტის განხორციელებაში მონაწილეობს შვიდი ქვეყნის: გერმანიის, ავსტრიის, ირლანდიის, ისრაელის, თურქეთის, ფილიპინების, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი. პროექტი მიზნად ისახავს მეცნიერებით სტუდენტთა დაინტერესებას, პრაქტიკული სწავლების გზით საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლის მოტივაციის ამაღლებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.