პირველი ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“
8 დეკემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ევროპული საბუნებისმეტყველო მასწავლებელთა ქსელის „Science on Stage“-ის ეგიდით პედაგოგებისა და განათლების სპეციალისტებისთვის გაიმართება პირველი ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“. მისი ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS – „Science on Stage“-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
ფესტივალის დევიზია „მასწავლებლები მასწავლებლებისთვის“. მასზე საუკეთესო პროექტის წარმდგენი ოთხი მასწავლებელი საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებს „Science on Stage“-ის საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც 2019 წელს პორტუგალიაში გაიმართება.
დრო: 8 დეკემბერი, 11.00 საათი
ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.